ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ეგიდით -“საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაციის გაძლიერება” (Enhancing Europeanization of Georgia’s foreign policy – GEHANCEEU“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის თანაორგანიზებით, 2025 წლის 26 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ჟან მონეს სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია 2025.
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს- აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.
წარმოასადგენი აბსტრაქტის სათაური კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა თავად უნდა მოიფიქრონ ქვემოთ ჩამოთვლილი თემატიკების გათვალისწინებით:
- ევროკავშირი და გეოპოლიტიკური ცვლილებები აღმოსავლეთ სამეზობლოში;
- ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა: ვაჭრობა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა;
- შავი ზღვა და ევროკავშირის უსაფრთხოება;
- ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა: სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები;
- საქართველოს ევროპეიზაცია და საზოგადოებრივი აზრი;
- ეროკავშირი და დემოკრატიული მედია.
ასევე, მისაღებია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა თემატიკა.
აბსტრაქტის წარდგენის წესი:
- აბსტრაქტი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 300 სიტყვისგან და შეიცავდეს საკვლევ კითხვას, სავარაუდო ამხსნელ თეორიას, მეთოდოლოგიასა და ძირითად პირველად მიგნებებს. აბსტრაქტთან ერთად აუცილებელია თემის სავარაუდო სათაურის მითითება.
- მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გადმოგზავნონ 2025 წლის 26 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. ელფოსტის სათაურში სტუდენტებმა უნდა მიუთითონ „ჟან მონეს სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია 2025“. სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნისას მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას. ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აბსტრაქტი განსახილველად არ მიიღება.
- კონფერენციაზე საკუთარი ნაშრომის წარსადგენად განსაზღვრული დრო იქნება 10 წუთი.
აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 5 მარტს.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge